სტივენ ჰოკინგი არის ბრიტანელი მათემატიკოსი,ფიზიკოსი-კოსმოლოგი.
დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს, ოქსფორდში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და დღეისათვის
ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიზიკოსად დედამიწაზე.
აღსანიშნავია მისი გამოკვლევები კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში, ეს უკანასკნელი
არის მიმართულება თეორიულ ფიზიკაში, რომელიც ცდილობს გრავიტაციული ურთიერთქმედება აღწეროს
და დაუკავშიროს დანარჩენ სამ ურთიერთქმედების
ტიპს, ესენია: ელექტრომაგნიტური, სუსტი და ძლიერი. წარმატების შემთხვევაში ჩამოყალიბდება „ყველაფრის თეორია“, რომელიც იქნება
ჯერ-ჯერობით არარსებული თეორია, რომელიც ერთიანობაში აღწერს ყველა მიმდინარე პროცესს
სამყაროში.
ჰოკინგი გამორჩეულია იმით, რომ გამოიყენა თერმოდინამიკის პრინციპიები შავ ხვრელებთან
მიმრთებით და განაცხადა, რომ მას აქვს გარკვეული ტემპერატურა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მას დაემართა ამოტროფული სკლეროზი, რამაც საბოლოოდ პარალიჩი გამოიწვია, დღეს-დღეობით მას არ შეუძია დამოუკიდებლად გადაადგილება ან მეტყველება, ის იყენებს სპეციალურ აპარატს, რომელზეც ის მიმაგრებულია.
საყოველთაოდ ცნობილია მისი სანაძლეო ამერიკელ ფიზიკოს და ასტრონომ, კიპ ტორნთან. საქმე ეხებოდა ციური ობიექტის გედი X-ის ბუნებას. ჰოკინგი ჩამოვიდა თავისივე თეორიის საწინააღმდეგოდ და განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი არ იყო შავი ხვრელი, ტორნი საწინააღმდეგო აზრზე იდგა. მოგებული მხარე წაგებულისგან მიიღებდა ჟურნალ „პენტჰაუზის“ წლიურ გამოწერას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჰოკინგის თეორია სწორი იყო, ანუ სანაძლეო მან წააგო და მანაც სიამოვნებით გადასცა ოპონენტს დანაპირები.
ჩვენს მიერ ხსენებული ჰოკინგის გამოსხივება, არ არის ცალსახად დადასტურებული და მიღებული. ჰოკინგის თანახმად, შავი ხვრელები არსებობას აფეთქებით უნდა ასრულებდნენ, რადგან გამოსხივების ინტენსივობა პირდაპირ პროპორციულია შავი ხვრელი ზომის კლებისა, თუმცა ასეთი აფეთქება ჯერ დაფიქსირებული არ არის, ამის და მიუხედავად საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ ჰოკინგის გამოსხივებას იყენებენ ძირითად არგუმენტად მეცნიერები ცერნში, კოლაიდერში მიმდინარე სამუშაოებისას მინიატურული შავი ხვრელების დაშლის სასარგებლოდ, ანუ გამოკვლევების უსაფრთხოობის დასადასტურებლად. ჰოკინგის გამოსხივებასვე ეფუძვნება სინგულარული რეაქტორის იდეა, ანუ შავი ხვრელიებისგან ენერგიის მიღების შესაძლებლობის ჰიპოთეზა.

No comments:
Post a Comment